აფეთქება ერევანში: დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსი

20 თებერვალს, 05:11 საათზე, ერევნის ქართული ქუჩის 10 ნომერში მდებარე შენობის მე-4 სადარბაზოსთან აფეთქება მოხდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი.

აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა შენობა, სადაც მოხდა აფეთქება, მთლიანად ჩამოინგრა. სახლიდან ევაკუირებულია 14 ადამიანი, დაზიანდა 10-მდე მანქანა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

Leave a Reply