საბჭოთა კავშირის დროს სტალინის რეჟიმის მიერ 50,000 რეპრესირებული ადამიანის ბიოგრაფია მალე ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.
22 სექტემბერს, ერევნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტალინის პერიოდის საბჭოთა სომხეთში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ გამოფენა გაიხსნა.
„ანტისაბჭოელები“ სახელით გამოფენა ორგანიზებული იყო „ჰაზარაშენ“ ორგანიზაციის მიერ, გერმანული DVV international-ის ფინანსური მხარდაჭერით.
- საბჭოთა კავშირის დაარსებიდან სტალინის სიკვდილამდე დეპორტირებული იყო 16, 500 სომეხი
- გადასახლებული იყო ( კორექციულ კოლონიაში) ან დაპატიმრებული იყო 27,500 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა იქვე გარდაიცვალა
- დახვრიტეს დაახლოებით 6 000 ადამიანი
კვლევის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი ჰრანუშ ხარატიანი ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ამოცანაა შიშის, დაგროვილი შფოთვისა და გაუცნობირებელი პრობლემის გადატანა საჯარო ასპარეზზე.
“აქ გამოფენილია 4 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგები. ყოველი მსხვერპლი, ადამიანური მსხვერპლია, ყველა მათგანის ისტორია და ბიოგრაფია ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ჩვენება. სომხეთში დეპორტაციები 1937 წლიდან დაიწყო, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვქონდა დეპორტაციების შესახებ. აქ ერთი ოთახი არის სწორედ დეპორტირებულების თემატიკით, სადაც ასევე გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანგარიშები თუ რამდენი ადამიანი არის დეპორტირებული მათ ქვეყანაში“.
გამოფენას სომხეთში გერმანიის ელჩის მოადგილე კლაუს ჰენეტბერგერიც დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა გამოფენის დამსწრეებს და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თუ რატომ არის მნიშნელოვანი მსგავს ღონისძიებების ხელშეწყობა.
„ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ ქვეყნის ისტორია იყოს მთლიანი და არა ყალბი. გარდა ამისა, ეს გამოფენა არის სტალინის ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის ხარკი“.
გამოფენას ასევე ესწრებოდა სომხეთის ნაციონალური არქივის ხელმძღვანელი ამატუნი ვირაბიანი.
„სკოლაში ჩემსა და ჩემს კლასელებს შორის განსხვავება იმაში იყო, რომ როდესაც ისინი თამაშობდნენ მე ვკითხულობდი ყველა წიგნსა და გაზეთს. ცნობილ პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს შორის ძალიან ხშირად ვკითხულობდი “ცხოვრების ძაფი შეწყვიტა 1937 წელს”. ჩემთვის გაურკვეველი იყო თუ რით იყო გამორჩეული ეგ წელი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ დავიწყე არქივში მუშაობა. ძალიან ძნელი პერიოდი გვქონია არა მარტო სომხეთში, რეპრესიები იყო მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ქართველი იყო 1937 წელს საქართველოში ძლიერი ტერორი იყო, ალბათ უფრო ძლიერი ვიდრე სომხეთში.“
ღონისძიება მიძღვნილი იყო სსრკ-ს „დიდი რეპრესიების“ მე-80 წლისთავს. გამოფენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018