ანგელა მერკელს ისტაგრამზე ბაქოს და ერევნის ხედები აერია

გერმანიის კანცლერს  Instagram- ზე ბაქოს და ერევნის ხედები აერია. სომხური მხარის ინფორმაციით, მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერის ინსტაგრამის გვერდზე ერევნის პანორამის ამსახველი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა, რომელსაც ეწერა  “დილა მშვიდობისა აზერბაიჯანიდან. კავკასიაში მოგზაურობის მესამე დღე”.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტაგრამის გვერდზე დაშვებულ შეცდომაზე კომენტარი გააკეთა. გერმანელმა კოლეგებმა სომხურ მხარეს აცნობეს, რომ შეცდომის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ “ადამიანური ფაქტორი” იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ” Instagram storie” 24 საათში ავტომატურად იშლება, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო ჩამოტვირთვა და მისი ნახვა შესაძლებელია YouTube-ზე.

 

Leave a Reply