ანგელა მერკელმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა მილოცვის წერილი გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს. ამის შესახებ არმენპრესი იტყობინება კანცლერის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციაზე დაყრდნობით. წერილში ნათქვამია:

” პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, არჩევნებში დაფიქსირებულ გამარჯვებას გილოცავთ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიდი ინტერესით უკვირდებოდა წელს სომხეთში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას.  კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკაში რეფორმების განხორციელებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებას ჩვენს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ რომელიც მიღწეული იყო შეთანხმება ერევანში ჩემი ვიზიტის დროს.

მოხარული ვიქნები შეგხვდეთ ამ კონტექსტში უახლოეს მომავალში”.