„ამჯერად შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“- ჟირაირ სეფილიანის წერილი

„ძვირფასო ხალხო,

დღეს მე-14 დღეა, რაც ჩემი თანამოაზრე მეგობრები, „სასნა წრერ“ ჯგუფი, სიცოცხლის ფასად აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ხალხის გაერთიანებისა და აჯანყების იმედით.

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ბიჭების თავგანწირულობა ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და თავისუფლების გამოა, დემოკრატიული და სუვერენული სომხური სახელმწიფoს გულისთვისაა.

ჩემთვის ძალიან რთული იყო დღემდე დუმილის შენარჩუნება. ასე მოვქცეულვარ სისხლისღვრის პრევენციის მიზნით და მოლაპარაკების პროცესისთვის ახალი დაბრკოლებების არშექმნის მიზნით.

მაგრამ ფაქტია, რომ სერჟ სარგსიანი არ აპირებს პოლიტკური მოლაპარაკებების გზით გადაჭრას ეს რთული პრობლემა.

სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა აირჩიოს სისხლისმღვრელი გზა და ჩვენი ხალხის მხრიდან უკვე საყვარელ მეამბოხე ბიჭებს სულიერად, მორალურად დაქანცვა და ფიზიკური განადგურების სტრატეგია.

ამჯერად შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ვალდებულნი ვართ ვითარებას სწორი შეფასება მივცეთ და ბიჭების თავგანწირულობის ფასად შექმნილი შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გადავდგათ სწორი ნაბიჯები. ყოველდღიური სისხლისღვრის გასაჩერებლად ასევე უახლოვეს დღეებში ან საათებში სისხლიანი ტრაგედიის დასაყოვნებლად,გადაწყვეტილების სახით ხალხს ვთავაზობ, რომ შეკრების უფლების განხორციელებით, ფიზიკურად ცოცხალი კედელი-დაბრკოლება შეიქმნას პოლიციასა და გუნდს შორის.

მთავრობის ძალებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებაში დღითიდღე პოლარიზებულობის შექმნის გათვალისწინებით, მივმართავ პირველ რიგში ჩვენ ხალხს, ხოლო შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩემი მხრიდან შემოთავაზებული ვერსიის ან საკითხის სხვა მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და სისხლისღვრის პრევენციას მიმართული შედეგიანი ვარიანტის გამოყენების საქმეში ჩარევის გამოჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრა გარდაუვლად მიგვიყვანს საზოგადების უფრო მეტ პოლარიზებისკენ.

ცალსახად, ამ შემოთავაზების განსახორციელებლად საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომლის მეშვეობითაც ხალხის რაოდენობა გაორმაგდება ან გაოთხმაგდება. ამით რეჟიმს ვაიძულებთ აირჩიოს ცივილური გზა, მიიღოს ხალხის მოთხოვნა და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რათა პატივი სცეს ოქროს იმ ოქროს შუალედს, სადაც არ უნდა იყვნენ გამარჯვებულები და წაგებულები და საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ საზოგადოებისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

მივესალმები და ვაფასებ 17 ივლისიდან დაწყებული აჯანყების მხარდამჭერ ქუჩაში გამოსულ ხალხს და მივმართავ მოსახლეობის იმ ნაწილს რომელიც ამ დრომდე არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში. განსაკუთრებით კი მივმართავ სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, ჯავახეთის სომხობას, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხობას რაც შეიძლება მალე მოაღწიონ ეროვნული აღორძინების პოლიტიკური ნების ცენტრად გადაქცეულ ხორენაცის ქუჩას.

ძვირფასო თანამემამულეებო, ეს ისტორიული ჟამია „სასნა წრერ“ ჯგუფის ბიჭებმა შეასრულეს თავიანთი მისია, ხოლო ჩვენ ვალდებულები ვართ შინაარსი მივცეთ მათ თავგანწირვას”.

წერილს ავრცელებს araratnews.am სააგენტო.

 

 

Leave a Reply