ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოოვნის საღამო გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ კონგრესმენები, სენატორები, აშშ-ის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, დიპლომატები და სასულიერო პირები.

როგორც civilnet.am „ამერკის ხმაზე“ დაყრდნობით  იუწყება,  გავლენიანმა სენატრომა რობერტ მენენდეზმა თავის სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა:

„ჩვენ არ შეგვიძლია გენოციდს სხვა რამე ვუწოდოთ.   1915-23 წლებში   1,5 მილიონმა სომეხმა დაკარგა ცხოვრება. ამ ფაქტს ზუსტად შეესაბამება სიტყვა „გენოციდი“.  ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს სახელმწიფო დონეზე. როდესაც უარვყოფთ გენოციდს ან ჰოლოქოსტს,  იძლევა საფუძველს, რომ მსურველებმა   ეს გამოიყენონ, როგორც ინსტრუმენტი, სერიოზული შედეგების გარეშე.“ აღნიშნა მენენდეზმა.

კრიტიკას შეუერთდა  აშშ-ის სხვა საკანონმდებლო პირიც. გავლენიანმა კონგრესმენმა ედ როისმა შეახსენა შეკრებილ საზოგადოებას, ადოლფ ჰიტლერის ცნობილი სიტყვები, რომ შეიძლება გაანადგურო ებრაელები, რდგან დღეს ვის ახსოვს განადგურებული სომხები?

კონგრესმენმა ადამ შიფმა, რომელიც წარმოშობით ებრაელია და რომლის ახლობლების ნაწილი ასევე უგზო-უკვლოდ დაიკარგა ებრაული ჰოლოქოსტის წლებში,  ჰოლოქოსტსა და გენოციდს შორის პარელელები გაავლო.

„თუმცა, სომეხთა გენოციდის ჭრილობა განსაკუთებულია და განგრძობადია იმ თვალსაზრისით, რომ ის არ აღიარებულა თურქეთის მიერ“ განაცხადა ადამ შიფმა.

ფოტო:britannica.com

Leave a Reply