Latest posts by Aliq Media (see all)
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში დაკავებული ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი შეიწყალა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევის ბრძანებაში ნათქვამია: “აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, გადავწყვიტე სასჯელისგან გათავისუფლდეს ისრაელის მოქალაქე ალექსანდრ ლაპშინი (დაბ. 1976წ.), რომელიც მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს იხდის”. განკარგულება ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.
40 წლის ბლოგერი და მოგზაური ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანის მოთხოვნით 2016 წლის 15 დეკემბერს მინსკში დააკავეს. ოფიციალურად მას ბრალი მთიანი ყარაბაღში ჩასვლისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაში ედებოდა, რადგან თავის სტატიებში ის აზერბაიჯანულ პოლიტიკას აკრიტიკებს. 2017 წლის 7 თებერვალს მინსკმა ლაპშინი ბაქოს გადასცა.
“სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბლოგერმა ალექსანდრ ლაპშინმა ისრაელში მისი ექსტრადიციის დაგვიანების გამო თვითმკვლელობა სცადა, ახლა ის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება”, – წერს რია ნოვოსტი.