Latest posts by Aliq Media (see all)
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით ჟენევის გაეროს ოფისში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც ასევე ესწრება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების ედვარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამედიაროვის, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა იგორ პოპოვის (რუსეთი), ენდრიუ შეფერის (აშშ), სტეფან ვისკონტის (საფრანგეთი) და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის, ანჯეი კასპრშიკის მონაწიელობით მიმდინარეობს.
ასევე იგეგმება სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა.