ალიევისა და სარგსიანის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები

ვენაში 16 მაისის საღამოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით  გამართულ განხილვაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რუსეთის ფედერაციის საგარეოს საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ კასითხებში, არლემ დეზირი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ედვარდ ნალბანდიანმა და ემლარ მამადოვმა, ელჩებმა იგორ პოპოვმა (რუსეთი), ჯეიმს უორლიქმა (აშშ), პიერ ანდრიომა (საფრანგეთი) და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ანჯეი კასპრშიკმა.

განხილვის მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების ხაზზე  აპრილის დასაწყისში ცეცხლის შეჩერების შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევის შედეგად შექმნილი დაძაბული ვითარება და ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება.

თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებმა დაადასტურეს 1994 წლის ცეცხლის შეჩერების შესახებ დოკუმენტისა და 1995 წლის დოკუმენტის გაძლიერების შეთანხმებების მტკიცედ განხორციელების აუცილებლობა. გადაწყდა, რომ   მიღებული შეთანხმებები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ განხორციელდეს, მოხდეს ინციდენტების გამოძიების მექანიზმების ინვესტირება, დაემატოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის გუნდის შესაძლებლობები დაპირისპირების დარეგულირების მოლაპარაკებების პროცესის შესაძლო განახლების მიმართულებით. წერს საინფორმაციო სააგენტო yerkir.am.

ფოტო: osce.arg

 

Leave a Reply