Latest posts by Aliq Media (see all)
აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს ყოველდღე და ყოველწუთს ახსენებენ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში მთავარია და მის კულტს უნდა ეთაყვანებოდნენ.
ალიევის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყანაში შენობებს, ქუჩებს, პარკებს, მოედნებს, საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებს ჰეიდარ ალიევის, აზებაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჯამინდელი პრეზიდენტის მამის სახელი ენიჭება.
ჰეიდარ ალიევის, როგორც ქვეყნის “ყველა დროის უდიდესი ლიდერისა” და “ერის მამის” პორტრეტებსა და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს აზერბაიჯანის უნივერსიტეტების, სკოლების, სასტუმროების, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების კედლებზე საპატიო ადგილი უკავია. ჰეიდარ ალიევთან ერთად, აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პორტრეტის ჩამოკიდებაც თითქოს იქცა ნებისმიერი ორგანიზაციის ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიადაც აზერბაიჯანში.
მოქალაქეების დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი არ არის ცალსახა. ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და არამოსაწონია, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე -ქალაქსა თუ სოფელში, მაღაზიასა თუ მეწაღის ჯიხურში – პრეზიდენტის პლაკატს აწყდებიან, თუმცა შიშის გამო ამას ხმამაღლა თითქმის არავინ ამბობს.
ჰეიდარ ალიევის კულტის გაძლიერება ქვეყანაში 2003 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ეს ფენომენი ერთადერთს ემსახურება – არ შეარყიოს ალიევების ძალაუფლება ქვეყანაში.
ბანერი ბაქოში ჰეიდარ ალიევის გამოსახულებით და მისი ფრაზა: “სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ყოვლისშემძლეა”
აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმის მიერ თავისუფალი ჟურნალისტების დევნის გამო, ფოტორეპორტაჟი აზერბაიჯანიდან ნეტგაზეთისთვის ანონიმმა ავტორმა მოამზადა.