ალიევი: ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა

ერევნის დაბრუნების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სიტყვები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ამომრჩეველთა ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა სააგენტო РИА Новости-ის განუცხადა.

8 თებერვალს, ალიევმა მმართველი პარტია “ეინ აზერბაიჯანის” კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა და ის უკან უნდა დაბრუნდეს”.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს მისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისია. მან გადაწყვიტა მსგავსი რადიკალური განცხადებით გააბათილოს იმ მოწინააღმდეგეების განცხადებები, რომლებიც რადიკალური ლოზუნგებით გამოდიან”,- აღნიშნა ჟარხინმა.

მან ასევე განმარტა, რომ ეს განცხადება, რა თქმა უნდა,  არ გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

Leave a Reply