ალექსანდრე ლუკაშევიჩი: სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე უნდა გააძლიეროს დაძაბულობის შემცირების ტენდენცია

ეუთოს რუსეთის მუდმივა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლუკაშევიჩმა ეუთოს რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საზღვარზე არსებული მდგომარეობა ეუთოს მინისკის ჯგუფის ყურადღების ცენტრშია და მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრზე შედარებით სტაბილურობა შენარჩუნებულია და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების რიცხვი მცირდება. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გააძლიერონ დაძაბულობის შემცირების ტენდენცია, რომელიც კონსესუსისთვის გადამწყვეტი წინაპირობა”, – განაცხადა ეუთოს რუსეთის წარმომადგენელმა.