საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერს ლენა ნაზარიანს და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული კავშირები დინამიურად ვითარდება. ხაზი გაესვა ინტენსიური ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა სომხეთის თანამშრომლობას ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და აღინიშნა, რომ ამ ფაქტს რეგიონალურ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა აქვს.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და განაცხადა, რომ ვერანაირი გეო-პოლიტიკური ფაქტორები ვერ დარღვევს ამ კავშირს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021