Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წლის 7 დეკემბერს, ავლაბრის წმინდა ეჯმიწინის ეკლესიას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ეწვია და პატივი მიაგო სომხეთის ჩრდილოეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვვერპლთა ხსოვნას.
ლიტურგიის შემდეგ სულიერმა მამამ ისაუბრა 29 წლის წინ მომხდარი მიწისძვარის შესახებ, ხაზი გაუსვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაწეულ თანადგომასა და დახმარებას სომეხი ხალხის მიმართ, განსაკუთრებულად აღნიშნა მეზობელი ქრისტიანი ქართველი ხალხის დახმარება.
მამა მანუკ ზეინალიანმა ასევე მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა.
სადოიანმა, სასულიერო პირებისა და თემის თანამშრომლების თანხლებით “ჰაიარტუნ” კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრი დაათვალიერა.
ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს სომხურ თემსა და საქართველოში სომხთის რესპუბლიკის საელჩოს შესთავაზა კოორდინირებულად განახორციელონ პროექტები.