Latest posts by Aliq Media (see all)
80-მდე სომეხი პილიგრიმი ახალციხიდან, სომხური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის ცენტრში წმინდა ეჯმიაწინში გაემგზავრნენ სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ მეორეს კურთხევის მისაღებად.
კათოლიკოსმა თავისი სიყვარული და კურთხევა მრევლს გადასცა და აღნიშნა, რომ წმინდა ეჯმიაწინი ყოველთვის მზად არის მიიღოს მოსალოცად მისული თავისი შვილები.
ახალციხის სულიერმა მწყემსმა ჰაკობ საჰაკიანმა პატრიარქს მომლოცველობის გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის.
“ამჯერად, 80 კაციანი ჯგუფი შევხვდით კათოლიკოსს და დიდი ხნის მზიანი დღეები ვუსურვეთ მას. როგორც გარეგინ პირველი ამბობდა, ადამიანი ჯერ უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე, საკუთარ თავისგან მოითხოვოს, ხოლო ჩვენ დღეს ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რასაც ხშირად არ ვაძლვთ. ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი საქმე სწორად და თავის ადგილას უნდა იყოს. თუ მე წარმატებას მივაღწიე ჩემს ადგილას, ეს ყველას წარმატებაა,” – ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა მოძღვარმა ჰაკობ საჰაკიანმა.
ბოლოს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა თავისი კეთილი სურვილები უსურვა მომლოცველებს.
“ეს ძალიან ამაღელვებელია, რადგან ყოველთვის არ გვაქვს შანსი, შევხდეთ უწმინდეს კათოლიკოსს. ეს არის ისტორიული დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის გამახსენდება. ჩვენ მივიღეთ პატრიარქის კურთხევა, რომელსაც ჩემი ოჯახის სხვა წევრებს გადავცემ,” – ალიქ მედიას განუცხადა 65 წლის აიდა აბოიანმა.
პატრიარქის მონახულების შემდეგ მომლოცველები იერაბლურის პანთეონს ეწვივნენ, სადაც დაკრძალული არიან სომხეთის გმირები, ასევე 1988 წლიდან ყარაბაღის ომის დროს და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც დაღუპული ჯარისკაცები.
მოგვიანებით, პილიგრიმები სომხეთის დიასპორის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის საგარეო საკითხებში მრჩეველმა არსენ ხარატიანმა მიიღო.
“პრობლემები გვაქვს სახელმძღვანელოებთან, გარდა ამისა, სექტემბრიდან სომხური ენისთვის სულ ხუთი გაკვეთილი იქნება კვირაში, რომელთაგან კიდევ, თუ გვინდა უცხო ენა, ამ შემთხვევაში რუსული, მაშინ ამ ხუთი გაკვეთილიდან უნდა მივცეთ საათი, რაც შემაშფოთებელია. მინისტრმა კარგად იცოდა ეს პრობლემები. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ მინისტრი ახალციხეში, აქამდე მინისტრი არასდროს სტუმრებია რეგიონს”, – აღნიშნა სააჰაკიანმა.