Latest posts by Aliq Media (see all)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალციხეში სამი პირი დააკავეს, რომლებსაც მეძავებისთვის ადგილის დათმობაში ადანაშულებენ.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის საგამოძიებო სამუშოების დროს დააკავეს 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.კ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს..
გამოძიების თანახმად, პროსტიტუციის ფაქტები ახალციხის ერთ-ერთ ბარში გამოავლინეს. როგორც მოწმეები გამოძიებამ დაკითხა კაფე-ბარის თანამშრომლები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად საქმე “მეძავეობისთვის ადგილი დათმობა ან ბინით უზრუნველყოფაზე” აღიძრა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 2-4 წლამდე თავისუფლებით აღკვეთას.
აღსანიშნავია, რომ ახალციხეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 11 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად თურქული ბარის მფლობელი დააკავეს.