Latest posts by Aliq Media (see all)
22 თებერვალს ახალქალაქის მომავლის სახლის დარბაზში ვარდანანც დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღინიშნა ასევე დერენიკ დემირჭიანის 140-ე წლისთავი.
ეს დღესასწაული სომეხი ერისთვის გულგაშლილობისა და ეროვნული გმირების მოხსენიების დღეა. იგი 30 იანვრიდან 4 მარტამდე აღინიშნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აგასარიანი, სასულიერო პირები და სხვები.
ლამაზად დადგმულ წარმოდგენაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა ვარდან მამიკონიანის ცხოვრება და გმირობა წარმოადგინეს.
საოლქო საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მე გახარებული ვარ ჩვენი შვილების ენთუზიაზმით! კარგი იქნებოდა, მსგავსს ღონისძიებებს გადამდები ეფექტი ჰქონოდა და ყველა შესაბამის უწყებას ამდაგვარი ღონისძიებები ჩაეტარებინა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს “, – განაცხადა ჰამლეტ მოვსესიანმა.
ნახევარსაათიანი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა მონაწილე დიპლომებით დააჯილდოვა.