
Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის სოფელ კარწახში, ფერმის დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს. ინფორმაციას JNEWS საინფორმაციო ავრცელებს.
გამტაცებლები ფერმაში, ღამის 01:00 საათზე შეიჭრნენ. მოკლეს ძაღლი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის წევრს სარქის გასპარიანს და 32 სული მსხვილფეხა პირუტყვი თურქეთის საზღვრისკენ წაიყვანეს.
გასპარიანის განცხადებით, მან მხოლოდ 3 თავდამსხმელი დაინახა, თუმცა, როგორც ამბობს, შესაძლოა ისინი მეტნი იყვნენ.
მესაზღვრეებმა პირუტყვი საზღვრის გადაკვეთამდე დააბრუნეს, გამტაცებლებმა მიმალვა მოახერხეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას, სხვისი ნივთის ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.