Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქაალქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა განცხადებით მიმართეს, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის საკითხი განიხილოს, ასვე ხელი შეუწყოს საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებას.
1-ელ დეკემბერს საკრებულოს დეპუტატმა, ზაქარ ზაქარიანმა, სამველ პეტროსიანმა, გენადი ელიზბარიანმა, სიმონ მანანიანმა და სარგის უზუნიანმა „გადაწყევტილება #“ სათაურით განცხადება გაავრცელეს.
განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საშინელი დანაშაულია. თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოებას რომ ეღიარებინა და დაეგმო, მსგავსი დანაშაული აღარ მოხდებოდა სხვა ერების მიმართ.
ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის ახალქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება ადგენს:
- წუთიერი დუმილით პატივი მიეგოს ყველა ერის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელთა წინააღმდეგ განხორციელდა მსგავსი სისასტიკე
- ოსმალთის იმპერიაში ჩადენილი სომეხთა გენოციდის აღიარება და დაგმობა
- საქართველოს პარლამენტს მიემართოს თხოვნა მიბაძოს განვითარებული ქვეყნების მაგალითს აღიარონ და დაგმონ ოსმალეთის იმპერიაში ჩადენილი სომეხთა გენოციდი
- მიმართვა პარლამენტში ჯავახეთის რეგიონიდან მაჟორიტარულ დეპუტატს პლენარულ სხდომაზე განიხილოს ეს დანაშაული სომეხი ერის წინაარმდეგ და გაშუქდეს რეალური გადაწყვეტილება
- აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს მედიასაშუალებებში
აღნიშნული ტექსტს ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.