jnews-ის ინფორმაციით ახალქალაქის მაღალსართულიან შენობებში დაბალი წნევის გამო წყალი მესამე და უფრო მაღალ სართულებს არ წვდება. წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ.
მაღალსართულიანი შენობების მაცხოვრებლები უკმაყოფილობას გამოხატავენ, რადგან წყალი მათ ბინებს არ წვდება და ეს სიტუაცია განსაკუთრებით ზაფხულსა და ზამთარში უარესდება.
აღმაშენებლის 18-ე კორპუსის მაცხოვრებლებს, რომლების კორპუსიც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შენობადაა ცნობილი, დაავიწყდათ ნორმალური წყლის წნევა რას ნიშნავს აბაზანაში და მესამე სართულზე ზემოთ მცხოვრები ადამიანები წყლის მინიმალურ რაოდენობაზე ნატრობენ.იგივე პრობლემა ყოველწლიურად მაცხოვრებლებს აწუხებთ, მაგრამ ზოგჯერ წყლისმცირე რაოდენობით მაინც სარგებლობდნენ, ხოლო 11 დეკემბრის შემდეგ წყალი საერთოდ არ მოდის.
ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების ცენტრის მენეჯერმა არტაკ თარლამაზიანმა განაცხადა, რომ მან იცის, რომ მაღალსართულიან შენობებში წყლის პრობლემა აღინიშნება, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობას ჯერჯერობით მხოლოდ ტუმბოს დაყენებას სთავაზობს.
jnews წერს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა განაცხდა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ არ იცოდა და დაამატა, რომ არც ზეპირი, არც წერილობითი განაცხადება არ მიუღია.