Latest posts by Aliq Media (see all)
ტურინის სუდარას ასლი ახალქალაქის ქართულ ეკლესიაში ინახება. აღნიშნული ასლი საჩუქრად ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ტურინში ვიზიტის დროს გადასცეს.
„როდესაც მიტროპოლიტი ნკოლოზი ტურინში იყო, მან სუდარაზე ლოცვა მაოისურვა. მან მუზეუმის დირექტორი გაიცნო და საქართველოს შესახებ მოუყვა. გააცნო, რომ ძველი ქრისტიანული ქვეყანაა. რის შემდეგაც, მუზეუმის დირექტორმა თვითონ გამოთქვა სურვლი სქართველოსთვის ქრისტეს სუდარას ასლი დაემზადებინა და მიტროპოლიტისთვის საჩუქრად გადაეცა. აღნიშნული საჩუქარი ტურინიდან საქართველოში 2009 წელს ჩამოიტანეს “ – ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი ნინო მურცხვალაძე.
სუდარას ასლი ამჟამად ქართული ეკლესიის მცირე სამლოცველოში ინახება. ნინო მურცხვალაძის თქმით, ეს ტურინის სუდარას ზუსტი ასლია.