Latest posts by Aliq Media (see all)
ნალბანდიანის ქუჩა, სადაც დღეს სავაჭრო დახლებია განლაგებული, ზედმეტად ვიწროა ისეთი რაიონისათვის, რომელსაც 65 სოფელი აქვს. თოვლი და ყინვა კი კიდევ უფრო ართულებს ადამიანების ცხოვრებას.
უამინდობა ახალქალაქში არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს, არამედ ავტოტრანსპორტსაც პრობლემებს უქმნის. ნალბანდიანის ქუჩა, რომელიც ამ დღეებში უფრო ხალხმრავალია, ვიდრე ჩვეულებრივად, თოვლის დაგროვების გამო ორ ნაწილად დაიყო, ხოლო შუა ნაწილში დაგროვებული თოვლი მოგვაგონებს ნეიტრალურ ზონას, რომელზეც შეგიძლია აძვრე, რათა ბრბოს თავი დააღწიო.
ადგილობრივ ხელისუფლებას საბაზრო ტერიტორიის თოვლისგან გაწმენდა ჯერ არ გადაუწყვეტია.
„მაღაზიის მეპატრონეებმა საკუთარი მაღაზიის ტერიტორია გაწმინდეს და თოვლი ცენტრალური ქუჩის შუა გზაზე გადაიტანეს. თუ შესაძლებელი იქნება, სპეციალური ხელსაწყოებით გავწმენდთ გზებს, თუ არა და, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. წლევანდელი ზამთარი ძალიან ცივია და უამინდობა დიდხანს გაგრძელდება. ჩვენი მოწყობილობები ძალიან პატარაა და ვერ უმკლავდება ამდენ ყინულსა და თოვლს. და რაც შეეხება უფრო დიდ მოწყობილობებს, ასეთ ვიწრო ქუჩებზე შეუძლებელია მუშაობა, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით“, – ამბობს ახალქალაქის უფლებამოსილი პირი არმენ ხაჩატრიანი.
სანამ ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს, გზები როგორ გაწმინდოს, თოვლის საფარი დღითიდღე უფრო და უფრო იმატებს. იზრდება ასევე დაზარალებულთა რიცხვი.