Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების“ კანონის (რუსული კანონი) მიღების გამო, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ დირექტორი ლიოლია რაისიანი ამბობს:
„კანონი რომ ამოქმედდეს, ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ, რა იქნება. ეს კანონი ახალია, ჩვენ ჯერ კიდევ შესწავლის რეჟიმში ვართ, ბევრი დეტალი არ ვიცით. ბევრი ორგანიზაცია თავიდან აიცილებს ჯარიმებს და ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბენეფიციარების ხელახლა მხარდაჭერა მოხდეს. ფაქტია, თუმცა ასეთ პირობებში რთული იქნება“, – ამბობს რაისიანი.
ლიოლა უკვე 5 წელია, რაც ახალქალაქში ქალთა უფლებების დაცვისთვის აქტიურად მუშაობს და ამ პერიოდში, მისმა ორგანიზაციამ ბევრი ადამიანის დახმარება შეძლო.
„ჩვენმა ბენეფიციარმა ქალებმა ბევრი რამ ისწავლეს პროექტებით, იმუშავეს, შეიცვალა მსოფლმხედველობა, შეიცვალეს ყოველდღიური ცხოვრება, ადამიანებთან კონტაქტი, გარემო, რაც ცოტა არ არის, ამიტომ ქალები, რომლებიც უკვე ჩვენი ბენეფიციარები არიან, ბერს დაკარგავენ, ისევე როგორც ის ქალები, რომლებიც შეიძლება ვერ ისარგებლონ ასეთი პროგრამებით“, – დასძენს ის.
ლელია რაისიანი დიდი ხანია მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში. განხორციელებული აქვს მრავალი პროგრამა და პროექტი რეგიონში როგორც ქალებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. ის 5 წელზე მეტია მუშაობს ქალებთან, მანამდე კი 10 წელზე მეტი მუშაობდა ახალგაზრდებთან.
ლიოლა რაისიანმა ათობით პროექტი განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, „ქალთა ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომელიც 2019-2023 წლებში ახალქალაქში განხორციელდა. პროექტი დაფინანსდა გაეროს ქალთა ფონდისა და ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 28 პროექტი, საერთო ოდენობით 40 ათასი ლარი. ქალებმა, რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს, შეძლეს საკუთარი ბიზნესის გახსნა და ეკონომიკურად დამოუკიდებლობი გახდნენ.
ლიოლია რაისიანის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით 4 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
ნინოწმინდაშიც იგივე საფრთხის წინაშე დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები. ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე წლებია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს.პროექტს „ერთობა მრავალფეროვნებაში“ ფინანსურს მხარდაჭერას USAID/UNAG უწევენ, რომელიც აწვდის მიკროგრანტებს ახალგაზრდებს, რათა განახორციელონ თავიანთი იდეები. პროგრამა ამჟამად მუშაობს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ირინა კარსლიანი ნინოწმინდაში პროექტის კოორდინატორია.
კარსლიანმა „ალიქ მედის“ შეკითხვას, თუ როგორი იქნება პროგრამისა და ახალგაზრდული ცენტრის სამომავლო საქმიანობა კანონის ამოქმედების პირობებში, უპასუხა „აგენტად არ დავრეგისტრირდებით“.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.