23- 25 მარტს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ახალქალაქიდან ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლმა “მურჯინმა” “ჩვენ ერთად ვართ” ეროვნულ- პატრიოტული თემით “კიევის დივოკოლოს” მე-5 საერთაორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალი უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. ახალქალაქიდან კიევში 20 ადამიანი მიემგზავრა. ფესტივალში მონაწილეობა ახალქალაქის მიერიამ, TBC Bank- მა და მნაწილეების ოჯახებმა ერთობლივად დააფინანსეს. ახალქალაქის ანსამბლმა ქართული ცეკვის 3 ნომერი წარადგინა.
“ანსამბლის მოცეკვავეებისთვის დიდი გამოცდილება იყო, მათ ბევრი ახალი რამ დაინახეს და ისწავლეს, როგორც პროფესიონალურად, ასევე პირადი გამოცდილებისთვის, მათ შორის იყო ტური ახალ კიევში” – , განაცხადა ანსამბლის ქორეოგრაფმა გიორგი მეტრეველმა.