ახალქალაქის სოფელ დილისკაში ეკლესია აკურთხეს

9 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში ორი ხაჩქარი აკურთხეს და ეკლესია გასხნეს. წმინდა სარგისის ეკლესია იმ იშვიათი ეკლესიებიდანაა, რომლებსაც ფრესკები აქვს.

როგორც ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, სოფლის მოსახლეობისთვის ერთდროულად ორი ხაჩქარის კურთხევა და ეკლესიის გახსნა სამმაგი დღესასწაული იყო.

ხაჩქარი საქართველოს სომხური თემის წინამძღვრმა ვაზგენ ეპისკოპოსმა, ჯავახეთის თემის სასულიერო წარმომადგენლების თანხლებით აკურთხა.

ერთი დღის განსხვავებით, ზუსტად 9 წლის წინ, 10 დეკემბერს, ხელახლა აკურთხეს სოფელ დილისკას ეკლესია.

სოფელ დილისკას წმინდა სარგის ეკლესიის სასულიერო წინამძღვარმა მამა ტიგრან მხითარიანმა ღნიშნა, რომ ეკლესიის ისტორია ყველას აიძულებს, განსაკუთრებით კი სოფლის მოსახლეობას, უფრო დიდი ძალისხმევით შეინარჩუნოს იგი და მცირე წვლილი შეიტანოს ღმერთის ტაძრის გაძლიერებაში.

“ჩვენი ეკლესიის ეზოში, 5 წლის განმავლობაში 7 ხაჩქარი დაიდგა და თითოეულ მათგანს თავის ისტორია გააჩნია. ამ ორი ხაჩქარიდან ერთი ეძღვნება ჩვენს დაკარგულ ჯარისკაცებს, ყველა ერის ჯარისკაცს, რომელიც არ დაბრუნებულა ომიდან. ხოლო მეორე ხაჩქარი სომხეთში მდებარე ჰაღპატის ეკლესიის ხაჩქარის ასლია” – აღნიშნა მამა ტიგრანმა.

jnews.ge

Leave a Reply