ახალქალაქის სკოლების ნაწილი შეშით და დიზელით თბება

ზამთარში ახალქალაქის რაიონის სკოლების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება.

ახალქალაქი ზღვის დონიდან 1800-2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ზამთარში  -40 გრადუსზე დაბლა ეცემა. შესაბამისად, გათბობის პერიოდი უფრო ადრე იწყება.  საქართველოს საჯარო სკოლებში გათნობა 1-ელი ნოემბრიდან ირთვება, ხოლო ჯავახეთში ოქტომბრიდან. სააგენტო Jnews-მა გაარკვია, რამდენად არის ახალქალაქის სკოლები მზად მკაცრი ზამთრისთვის.

 

რით თბებიან ახალქალაქის რეგიონის საჯარო სკოლები:

ახალქალაქის რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში არ არის ცენტრალური გათბობის სისტემა, მაგრამ გათბობის საშუალება ყველას აქვს.

რეგიონის 65 სკოლის უმრავლესობას , დაახლოებით 47 სკოლას, ზამთარში თბილის საკლასო ოთახები აქვთ. თუმცა ამისთვის ისინო საწვავს ან შესას იყენებენ.

ორი სკოლა თბება დიზელის საწვავით, ხოლო 16 სკოლას აქვს ცენტრალური გათბობის სისტემა.

ახალქალაქის სოფლებიდან, ბარალეთის 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლეები შეშის ღუმელებით თბებიან. სკოლა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს და მასში 80-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. შენობის ჩრდილოეთ ფლიგელში მდებარე საკლასო ოთახებში გათბობას სექტემბრიდან რთავენ.

2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცენტრალური გათბობა  სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში შეიყვანა, ასევე პროცესშია ფოსელ არაგვას ცენტრალური გათბობის სისტემის გაყვანის სამუშაოები, რომელიც ერთ-ერთ ქველმოქმედის მიერ ხორციელდება.

2016-2017 სასწავლო წლებში ახალქალაქის რეგიონში 7, 176 მოსწავლე სწავლობს.

Leave a Reply