ახალქალაქის საარჩევნო კომისიაში 15 საჩივარი შევიდა

ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ დღემდე 15 განცხადება-საჩივარი მიიღო, მათგან 2 – არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანმა საქართველომ”, 1- „სამართლებრივი არჩევანისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, 11- „საქარტველოს პატრიოტთა ალიანსმა“, 1 – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა“ კოალიციამ წარადგინეს.

მრავალეროვანი საქართველოს საჩივარი მე-2 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული შეცდომებისა და გაურკვევლობის გამო დაიწერა, საიდანაც 40/53 საარჩევნო უბანზე ბიულეტენში ჩანაწერი გადაშლილი იყო, ხოლო 40/54 საარჩევნო უბანზე პარტიული სიის ოქმი იყო გადახაზული, თუმცა გაურკვეველია რატომ. საარჩევნო კომიასიამ ორივე სარჩელი დააკმაყოფილა.

ორგანიზაცია „სამართლებრივი არჩევანისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადება 40/25 საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ დარღვევებს ეხება, სადაც საერთო ჯამში 206 ბათილი ბიულეტენი დარეგისტრირდა, ორგანიზაცია შედეგების გდახედვას მოითხოვს, თუმცა ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ ის არ განიხილა, ამის მიზეზად კი საჩივრის არასწორი ფორმით მცდარ ვადებში დაწერა დაასახელა.

23 ოქტომბერს „დიმიტრრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა“ კოალიციამ ერთი საერთო საჩივარი-განცხადება დაწერა, რომელიც ახალქალაქის საარჩევნო ოლქში ერთდროულად რამდენიმე უბანზე შედგენილ ოქმებს ეხეოდა, ასევე მათ დამკვირვებლებს ნება არ მიეცა ბიულეტენების დათვლას დასწრებოდნენ. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა „საარჩევნო კანონმდებლობის“ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.

24 ოქტომბერს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ერთდროულად 11 განცხადება-საჩივარი დაწერა , რომლებიც #41,#18,#19,#48,#69,#17,#53 საარჩევნო უბნებში შედგენილ ოქმებს ეხებოდა. სარჩევნო კომისიამ 7 საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო 4 საერთოდ არ განიხილა, ძირითადად, კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.

jnews.ge

Leave a Reply