Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა მეორე კურსის მაგისტრანტი, წარსულში ბანკის საკრედიტო ექსპერტი 24 წლის თერეზა ჩივჩიანი.
თერეზა ჩივჩიანი დაიბადა და გაიზარდა ახალაქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში. უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. პროფესიით ის არის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე საჯარო ჯანდაცვის სპეციალისტი. ამჟამად მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. 24 წლის თერეზა ფლობს ხუთ ენას.
მოვალეობის შესრულებას თერეზა 10 მაისიდან შეუდგა.
ახალქალაქის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, თუ რისი გაკეთება მოასწრო უკევ მან.
„ჩავატარე კრება სკოლების დირექტორებთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე 2 ენაზე. განათლებიდან იწყება ყველაფერი, თუ მას სწორ საფუძველზე ავაგებთ და სწორი მიმართულებით განვავითარებთ, შესაძლებლობა გვექნება, მივიღოთ კარგი შედეგი“ განაცხადა მან.
თერეზა ჩივჩიანი უახლოეს მომავალში აპირებს ეწვიოს რაიონის 65 სკოლას და ადგილზე გაეცნოს თითოეული სკოლის პრობლემას. თუმცა, რამდენიმე სკოლის პრობლემის განხილვა უკვე მოხდა და ჩივჩიანის აზრით, არც ერთი მათგანი გადაუჭრელი და განსაკუთრებული სირთულის არ არის.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნარცისა კარაპეტიანმა დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ჯერ კიდევ 2016 წლის 21 მარტს, წერს jnews.ge სააგენტო.