
2018 წელს, ახალქალაქში სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებებით, 1737 მეტრი ტერიტორიის ასფალტირება მოხდება.
ახალქალაქის ქუჩების ასფალტირების ტენდერ-კონკურსი 13 თებერვლიდან გამოცხადდა და მასში კომპანია”ჯავახქ ავტო გზამ” გაიმარჯვა. კომპანია გზის ასფალტირებისთვის 740, 740 ლარს მიიღებს. თანხის 95%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხება. სამუშაოები 16 აპრილიდან დაიწყება.