Latest posts by Aliq Media (see all)
ყოველ ახალ წელს ახალქალაქელები ელოდებიან რამე ახალსა და ლამაზს, თუმცა წელსაც ქალაქში ახალი არაფერი იქნება, ხოლო მთავარი ნაძვის ხე გამოვა ისეთი, როგორსაც გააკეთებს შპს „სანიტარული დასუფთავება“, წინასწარ ნაძვის ხის დიზაინი არ არის დაპროექტებული.
2016 წლის საახალწლო დღესასწაულებისთვის ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანომ გამოყო 8. 500 ლარი, აქედან 4. 000 ლარი განათების და 4. 500 ლარი ახალქალაქსა და რამოდენიმე სოფელში საახალწლო ფეიერვერკის შესაძენად.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვალერი სტრელმაშოვის მიხედვით, წელს, ისევე როგორც შარშან, 30 დეკემბერს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება იგეგმება.