ახალქალაქის მოსახლეობამ ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილი გადაკეტა

ახალქალაქის 40-მდე მცხოვრებმა ახალქალაქი-კარწახი გზატკეცილი გადაკეტა. ისინი მოპარული პირუტყვის და სხვა ნივთების დაბრუნებას ითხოვენ.

6 ნოემბერს, გამთენიისას სოფელ დადეშში ორი მოსახლეს 21 ძროხა, 1 ცხენი და1 ძაღლი მოპარეს, სხვებს ასევე მოპარეს საოჯახო ტექნიკა. დილით მოსახლეები მოპარული საქონლის კვალს გაყვნენ, რამაც ისინი თურქეთის საზღვრამდე მიიყვანა. მათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკარგულებიდან 7 ძროხა იპოვეს.

მსგავსი შემთხვევის პრევენციისთვის მათ კარწახი-ახალქალაქი გზატკეცილი გადაკეტეს, ამით პოლიციას საქონლის პოვნა და დაბრუნება მოსთხოვეს, ხოლო მესაზღვრეებისგან ისინი მოითხოვენ იყვნენ ყურადღებით და მსგავსი შემთხვევები არ დაუშვან.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილობრივი დაზარალებულების დაკითხვა.

jnews.ge

Leave a Reply