Latest posts by Aliq Media (see all)
ორი წლის დაგვიანებით, ახალქალაქის დღესასწაული საკრებულოს გადაწყვეტილებით 12 ნოემბერს ცენტრალურ მოედანზე მესროპ მაშტოცის ძეგლთან აღინიშნება.
სააგენტო Jnews.ge წერს, რომ ახალქალაქობის დღესასწაულზე ადგილობრივი სომხური სიმღრისა და ცეკვის ანსამბლები გამოვლენ. იქნება საზეიმო ფოიერვერკი და საზეიმო მიღება177 ადამიანისთვის. ამ მიზნით, ახალქალაქის მნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 6 000 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რაიონში ჩასატარებელი 4 დღესასწაულისთვის ტენდერები და კონკურსი აგვისტოში გამოაცხადა. შედეგად, ტენდერში შპს „სამოსვალმა“ გაიმარჯვა და მომსახურებისთვის 11, 577 ლარის მიიღო. ამ თანხიდან 6000 ლარი გათვალისწინებულია ქალაქის დღის აღსანიშნავად.