Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 1,115, 768 ლარი გამოიყო, რომლითაც 2018 წელს 20 პროექტი განხორციელდება.
პროქტები განხორციელდება ქალაქში და სოფლებში. ახალქალაქში, ძირითადად, მიმდინარეობს გზების ასფალტირება და ორმოების სარემონტო სამუშაოები. ქალაქის ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანხა შეადგენს 912 693 ლარს. სოფლებში აღდგება სასმელი წყლის მილები, გარემონტდება სკოლები და საბავშვო ბაღები, მოხდება გზების ასფალტირება. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან 203 075 65 ლარით დაფინანსდება.
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ქალაქის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია:
აშუღ ჰავასის ქუჩის აღდგენა (აშუღ ჰავასის ქუჩიდან ტელმანის ქუჩამდე-134მ) ტელმანის შესახვევიდან მიკოიანის ქუჩამდე (95მ), მიკოიანის ქუჩის 2 შესახვევი რუსთაველის ქუჩამდე (105მ), ნაზარეთიანის ქუჩიდან უკმერსკაიამდე (84მ), მაგარიანის ქუჩიდან ნაზარეთიანის ქუჩამდე(176მ), მალხასიანის 2 შესახვევი 172-მდე ქუჩების ორმოიანი სამუშაოები. წმინდა ნინოს ქუჩაზე წყლის მილების გატანა, “მომავალის სახლის” და სპორტ სკოლის აღდგენა.
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, რეგიონის სოფლებში დაგეგმილი პროექტებია:
სოფლებში დადეში, ბურნაშეთი, ბავრაში, აბულიში სასმელი წყლის მილების აღდგენა, ეხტილა სოფლიდან სოფელ მერენიამდე წყლის მილების გაყვანა, სოფელ აფნიას სკოლის წყლის მილების რეაბილიტაცია. სოფლების კულიკამის და ჩუნჩხას საბავშვო ბაღებისა და სასოფლო გზების აღდგენა.
ახალხალაქის რეგიონული ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ადგილობრივი მართვის არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ალბერტ ნაჰატაკიანის თქმით, აღნიშნული პროექტების გარდა, ასევე იგეგმება, დაახლოებით, 20 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.