Latest posts by Aliq Media (see all)
2023 წლის 28 თებერვალს, „ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (JNews) ორგანიზებით, შედგა ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის, მერიის წარმომადგენლებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქ. ახალაქალაქის ახალგაზრდების შეხვედრა, რომლის მიზანიც გახლდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებდათ და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა აღნიშნული პრობლემებისადმი. ამ შეხვედრის ფარგლებში, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დაისვა ახალაგაზრდების მხრიდან, ეხებოდა სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის გაფართოებისა და ბავშვებისთვის სათამაშო მოედინის მოწყობის საკითხს, რაზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა უპასუხა, რომ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისი ნებართვის მიღებისთანავე, დაიწყებდნენ სამუშაოებს, თუკი ამინდი ხელს შეუწყობდა თავის მხრივაც (იხ. მონაკვეთი 03:45-05:21 წთ.).
როგორც აღმოჩნდა, დღემდე, სოფ. კოჩიოს საბავშო ბაღი არ გაფართოებულა: „მერიას არანაირი სამუშოები არ ჩაუტარებია საბავშვო ბაღის გაფართოებასთან დაკავშირებით, არც ისმის არაფერი ახალი, როდის აპირებენ დაპირების შესრულებას. სათამაშოები ჩვენც, ახალგაზრდებმაც ვუყიდეთ „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში დაწერილი საგრანტო პროექტის მეშვეობით“, – აცხადებს სოფ. კოჩიოს ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტი.
რაც შეეხება სოფ. კოჩიოს საბავშო ბაღის აღსაზრდელთათვის სათამაშო მოედნის მოწყობას, იგი გათვალისწინებული იყო 2022 წლის ბიუჯეტში (იხ.სურათი 1) და 2023 წლის 4 თებერვლას გაიხსნა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამ სამუშაოების შესასრულებად არც პირადპირი შესყიდვა და არც ტენდერი არ მოიძებნა, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის გამჭვირვალეობის პრობლემაზე უთითებს.
აღნიშნული სათამაშო მოედნის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც, რასთან დაკავშირებითაც, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაავრცელა განცხადება: „04.02.2023წ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღის ბაღში ახალი სათამაშო მოედნის გახსნასთან დაკავშირებით „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“, ქალთა ფონდი „ტასო“-ს, სოფლის ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული იქნა საინტერესო ღონისძიება. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და სხვა ოფიციალური პირები“, – წერია განცხადებაში.
სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის ბაღში სათამაშო მოედნის გახსნის ღონისძიება.
© ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის როგორც 2022 და 2023, ასევე 2024 წლების ბიუჯების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის გაფართოების საკითხი არც გათვალისწინებული ყოფილა (იხ. სურათი 1, 2, 3). უნდა ითქვას, რომ არც ტენდერი გამოცხადებულა ამ მიმართულებით დღემდე.
სურათი 1. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
სურათი 2. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი
სურათი 3. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
როგორც ვხედავთ, 2022 წელს სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაციის მიზნით გამოყოფილი იყო 634, 0 ათასი ლარი და ამ თანხით გათვალისწინებული იყო საბავსვო ბაღების მოსწავლეების ტრანსპორტორების უზრუნველოფა და ქ. ახალქალაქის N1, N2 და N3, სოფ. კოჩიოს, სოფ. ბარალეთის, სოფ. აზავრეთისა და სოფ. კულიკამის საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო კომპლექსის დაყენება და რეაბილიტაცია.
2023 წელს, იგივე მიზნით გამოყოფილი იყო 544, 4 ათასი ლარი და ამ თანხით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოების შესრულება: საბავსვო ბაღების მოსწავლების ტრანსპორტორების უზრუნველოფა, სოფ. კულიკამში საბავშვო ბაღის ერთი ოთახის 15 კვ.მ აშენება და 300მეტრი წყლის გაყვანა და სოფ. კუმურდოს საბავშვო ბაღის მშენებლობა. რაც შეეხება 2024 წელს, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 158, 4 ათასი ლარი და ამ თანხით გათვალისწინებული იყო სოფ. კულიკამში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
როგორც განაცხადა სოფ. კოჩიოს ერთ-ერთმა ახალგაზრდა აქტივისტმა, საბავშვო ბაღის შენობა პატარაა იმ რაოდენობის აღსაზრდელთათვის, რომლებიც დადიან ამ საბავშვო ბაღში: „სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანია, თუმცა მარტო პირველი სართული ფუნქციონირებს, მიწისქვეშა სართულზე კი არის სამედიცინო დამხარების პუნქტი. ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე სოფლიდან დადიან ბავშვები, ესენია: ბეჟანო, ალათუმანი, აგანა და თავისთავად, სოფ. კოჩიო. ჯამში, 55 ბავშვია და არსებული ფართი პატარაა მათთვის, ნამდვილად ესაჭიროება გაფართოება, თუმცა არ კეთდება არაფერი“, – ამბობს ის.
„ალიქ მედიამ“ დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის გაფართოების საკითხის გასარკვევად. „ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ვაკეთებთ, მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვრჩეთ ეს ბიუროკრატიული ნაწილი და დაიწყოს მშენებლობა“, – აღნიშნა თავის სატელეფონო საუბარში მელქონ მაკარიანმა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მელქონ მაკარიანის დაპირება სოფ. კოჩიოში საბავშვო ბაღის გაფართოების თაობზე, დღემდე არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარი გასულა „ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრიდან. როდის დაიწყება სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის სამშენებლო სამუშაოები, უცნობია ამ ეტაპზე. „ალიქ მედია“ გააგრძელებს დაკვირვებას და სიახლეების შემთხვევაში, მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.