Latest posts by Aliq Media (see all)
11 ივლისს , „ჩემი სუფთა ქალაქი“ აქციის ფარგლებში ახალქალაქიდან 100 კუბური მეტრი ნაგავი გაიტანეს.
დილიდან ქალაქში ახალქალქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და სკოლების პედაგოგებმა მოიყარეს თავი. შეკრებილებმა გაასუფთავეს ქალაქის ცენტრი და მისი მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ კი ერევნის, მარქარიანის , ჭავჭავაძის, დარბინიანისა და აღმშენებლის ქუჩები. ასევე ყველა კოლექტივმა გაასუფთავა საკუთარი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია. აქციის „ ჩემი სუფთა ქალაქი“ ინიციატორი დეპუტატ ჰენზელ მკოიანის შტაბია.
აქციის მონაწილეებს დაურიგდათ მაისურები, ხელთათმანები და სხვა საჭირო ნივთები.
ნაგავის გატანაზე დღის ბოლომდე 10 მანქანა მუშობდა.