ახალქალაქელი ბავშვების საზაფხულო არდადეგები (ფოტორეპორტაჟი)

ახალქალაქში ის დრო მოვიდა, როდესაც საღამოს ქუჩები აღარ იცლება და სავსეა მოთამაშე და დასასვენებლად ჩამოსული ბავშვებით. მიუხედავად ამისა, სათამაშო მოედნებისა და სხვა გასართობი ადგილების სიმცირე მაინც იგრძნობა.

წარმოგიდგენთ ფოტორეპორტაჟს იმისა, თუ სად და როგორ ატარებენ ახალქალაქელი ბავშვები ნანატრ საზაფხულო არდადეგებს.

ახალქალაქის აღმაშენებლის ქუჩის მაღალსართულიან სახლში მცხოვრები ბავშვები თავისუფალ დროს ეზოში ატარებენ, სადაც მოწყობილია სათამაშო მოედანი რამოდენიმე საქანელითა და შედარებით ახალი, გარემონტებული მინი – სტადიონით.

საღამოს, ვაზგენ სარგსიანის ქუჩაზე იკრიბებიან ბავშვები, რომლებიც არა მხოლოდ აქტიურ, არამედ შემეცნებით თამაშებს თამაშობენ.

ყველა ახალქალაქელი ბავშვი ცენტრალურ პარკში განთავსებული ახალი სათამაშო მოედნის „ხას ბაღჩის“ მოლოდინშია.

 

აშენებით კი აშენდა, მაგრამ მაინც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა. ამ ადგილას, ყოფილ სამხედრო ქალაქში, სათამაშო მოედანი უნდა აშენებულიყო.

ქალაქის სტადიონს მუდმივი ვიზიტორები ჰყავს. დილიდან გვიან ღამემდე ისინი ბურთს თამაშობენ და როგორც თვითონ ამბობენ არასდროს იღლებიან.

ქალაქის სტადიონის აღდგენის დროს აშენდა პატარა „სპორტული ქალაქი“, სადაც, როგორც არასრულწლოვანი ფეხბურთელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები იყრიან თავს.

მათ კი ტოლს არ უდებენ ე.წ. მე-14 ქალაქის პატარები.

იმ დროიდან მოყოლებული, რაც სპორტულ კომპლექსში მინი-სტადიონი აშენდა, ის არასდროს არ იცლება. იქ ყოველდღე ბიჭები იკრიბებიან და ფეხბურთს თამაშობენ.

ერევნის ქუჩის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც საღამოს ვიზიტორებს ელოდება.

 

ჰაიკანუშ კარაბეკიანი

სტატია დაიბეჭდა „მეტი სამოქალაქო აქტივობა jnews.ge-ში“ პროექტის ფარგლებში.

Leave a Reply