ახალქალაქის რაიონის სოფელი ხანდო

ისტორული ჩანაწერები სოფელში არსებული კულტურული ძეგლების შესახებ, იმაზე მიუთითებენ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდო ამ რეგიონის უძველესი დასახლებული პუნქტია. “გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარის” (სამცხე-საათაბაქო) მონაცემებით სოფელში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში 61 ოჯახი ცხოვრობდა.

სოფელში მოქმედებს 1831 წელს აშენებული “წმინდა ჯვრის” ეკლესია, ისტორიული ძეგლებიდან ცნობილია მე-12, მე-13 საუკუნეების ქვისგან აშენებული “წმინდა გევორგის” ეკლესია და “იჯევანატუნ”. ასევე არსებობს ხელოვნური გამოქვაბულები, რომლებიც ერთმანეთს მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებიან. 

ამჟამად, ხანდოს სახლები ძირითადად, გარემონტებულია და კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მათ შორის ბევრი მიტოვებულია. სოფლის ძირითად პრობლემას მიგრაცია წარმოადგენს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ადგილობრივი ემიგრირებულია, ძირითადად, სამუშაოს საძებნელად, სოფელის მდგომარეობა სტაბილურია, რადგან სოფელში ბევრი აქტიური ახალგაზრდა ცხოვრობს, ხალხს ძირითადად წყლისა და გზების პრობლემები აწუხებთ. წელს იგეგმება სოფელში მიმავალი გზის ასფალტირება. მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებით, კერძოდ, მეკარტოფილეობით არის დაკავებული, თუმცა მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

მიუხედავად კარგ მოსავლისა,პროდუქტს ვერ ვყიდით  ექსპორტიორი არ გვყავს, დაბალ ფასზე საუბარი არ მაქვს. როგორ არ წავიდეს ხალხი აქედან, როცა ნებისმიერ ადამიანისთვის რთული იქნება ასეთ პირობებში ცხოვრება,” – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

 

 

სოფელში მოქმედებს სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც გასარემონტებელია. ბოლო პერიოდში  ადგილობრივების მხარდაჭერით სოფლის ცერემონიათა დარბაზი გაარემონტეს.

 

Leave a Reply