26-27 იანვარს სომხურმა ეკლესიამ “სურბ სარგისის” ანუ წმნიდა სარგისის დღესასწაული აღნიშნა.
სურბ ეჯმიაწინის სულიერი მოძღვარის, მამა ვირაბ ღაზარიანის თქმით „დღეს სომხური ეკლესია როგორც ხალხის ასევე ეკლესიის მხრიდან საყვარელ დღესასწაულს, წმინდა სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსის და 14 ჯარისკაცის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული ჩვენი ეკლესიის დღესასწაულებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი ახალგაზრდების დალოცვის დღედ არის გამოცხადებული. ჩვენი ახალგაზრდების გულში არსებული ოცნებებისა და სურვილების ასრულებისთვის ლოვცას აღვავლენთ წმინდა მხედართმთავარ სარგისისადმი“.
მამა ვირაბის სიტყვებით, ეს იმ საეკლესიო დღესასწაულებიდანაა, რომელსაც როგორც სახალხო, ასევე საეკლესიო მნიშვნელობა აქვს.
„ ჩვენ გვქონია დღესასწაულები, რომლებიც არ გაუქმებულა არამედ მათ სასულიერო შინაარსი მიეცათ, რათა ისტორიაში მსგავსი ლამაზი დღესასწაული შენარჩუნებულიყო“,-აღნიშნა მამა ვირაბმა ალიქ მედიასთან საუბარში.
არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვით, წმინდა სარგისის დღეს ძილისწინ, ახალაგაზრდებმა უნდა შეჭამონ მარილიანი კვერი, ხოლო ღამით მათ დაესიზმრებათ მომავალი მეუღლე, რომელიც მათ წყალს მიართმევს.
ხალხში მიღებულია ასევე მკითხაობა, რასც მამა ვირაბი ხსნის:
„იმის გათვალისწინებით, რისთვისაც კეთდება ეს ჩვენ ვლოცავთ ყველას, დაე შეუყვარდეთ ახალგაზრდებს ერთმანეთი და შექმნან ოჯახები“.
დღესასწაულთან დაკავშირებით, უკვე ტრადიციულად ქცეული მომლოცველთა მსვლელობა ჩტარდა. 26 იანვარს, ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიიდან სომემხმა მომლოცველებმა ხარფუხის “სურბ სარგის” სამლოცველოსკენ მსვლელობაში მიიღს მონაწილეობა. სურბ სარგისის სამლოცველოში მისვლამდე საეკლესიო პირბმა და მრევლმა ლოცვა აღავლინეს ავლაბარში მდებარე მე-18 საუკუნის „შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ კარმირ ავეტარან“ (შამქორელთა წმინდა ღვთისმშობლის, წითელი სახარება) ეკლესიის ნანგრევებთან.
მსვლელობა გაგრძელა მეიდნის წმინდა გევორგის სომხურ ეკლესიმდე, სადაც შეკრებილი მრევლი შეურთდა მსვლელობას, რომელიც უკვე ხარფუხის “სურბ სარგის” სამლოცველოსკენ მიემართება. აქვე მოგახსენებთ ისტორიას ხარფუხის დასახელების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ უბანში თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მდებარე მცირე ნაგები კედელთან თუ საკულტო დანიშნულების ქვასთან, რომელიც იდგა ხატითურთ. თბილისელების რწმენით, ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ხარფუხი (ანუ ხარბუხი) – ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს.
ხარფუხის სამლოცველოს უკვე 34 წელია ქურთი-იეზიდი ბებო ბაიაზი უვლის, რომელიც იმავე უბანში გაიზარდა. ბაიაზ აჯამოვის თქმით, მისი მშობლები ამ ეკლესიაში დადიოდნენ, ხოლო როდესაც ის დაინგრა დარჩა მხოლოდ ეს ადგილი, რომელიც ეკლესიის საფუძველი იყო. ამჟამად ეკლესიიდან მხოლოდ პატარა ოთახია სახლებს შორის შემორჩენილი, რომლის კედელში ქვის ნაწილია რომელზეც სომხური წარწერებია.
სამლოცველოში, სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ მომლოცველთა მსვლელობა მეიდნის „სურბ გევორგის“ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ გაემართა.
ტაძარში გაიმართა ,,სურბ სარგის“ წინასადღესასწაულო ცერემონია, ჩატარდა ახალგაზრდების კურთხევის წესი, რომლებსაც დაურიგდათ მარილიანი კვერები. მამა ვირაბის თქმით, დღესასწაულთან დაკავშირებული მარილიანი კვერის სიმბოლოს სახალხო მოტივები აქვს, რისი წინააღმდეგიც ეკლესია არ არის.
მომდევნო დღეს, 27 იანვარს, „სურბ გევორგის“ მთავარ საკათედრო ტაძარში სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღვთო ლიტურგია აღევლინა.