
2018 წლის აგვისტოში სომხეთის ორ აეროპორტში 347,492 მგზავრი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ამავე დროის მონაკვეთთან შედარებით 18.5% -ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაკვეთს, 2017 წელთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 12,3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში დარეგისტრირებულმა მგზავრთა რაოდენობამ აგვისტოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.