Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთი ლიდერია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლის მოქალაქეები საქართველოს 2017 წლის აგვისტოში ტურისტის სტატუსით ეწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს მეზობელი სომხეთიდან 250, 000 მოქალაქე ეწვია. ეს რიცხვი წინა წლის მონაცემთან შედარებით 12%-ით მეტია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა რუსეთი. აღნიშნული ქვეყნიდან გასულ თვეს საქართველოს დაახლოებით 230, 000 ადამიანი ესტუმრა, რაც 28%-ით მეტია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით.
სამეულის ბოლო ადგილზეა აზერბაიჯანი 220 ათასზე მეტი ვიზიტორით, რაც 2016 წლის მონაცემებზე 19%-ით მეტია.
აგვისტოში, საქართველოს 1,8 მილიონი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 27,4%-ით მეტია.