„Agile Spirit 2017“ სწავლებაში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას

მრავალეროვანი სწავლება „Agile Spirit 2017“-თვის განკუთვნილი მსუბუქი და მძიმე ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.

3 სექტემბერს, აშშ-დან გამოგზავნილი ტექნიკის დახვედრის ცერემონიას ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო. პორტში მიღებული ტექნიკა სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა, სადაც წვრთნები ჩატარდება.

საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „Agile Spirit 2017“-ში მონაწილეობას საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი მიიღებს.

სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნაა. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები ოფიციალურად 3 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

Leave a Reply