2017 წელს აქტიურად განიხილებოდა სომხეთის ატომური სადგურის განახლებისა და აღდგენის სამუშოები. ამის შესახებ, პრესკონფერენციაზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ჰაიკ ჰარუთუნიანმა განაცხადა.
“წელს განახლების აქტიური ეტაპი იგეგმება, სადაც დაახლოებით, 5 თვე აქტიური სამუშაოები ჩატარდება. ინვესტიციები, ძირითადად, მიმართული იქნება უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად. აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ჩვენ ატომური სადგურის სიმძლავრეს მინიმუმ 10%-ით გავზრდით”,-აღნიშნა ჰარუთუნიანმა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი