10 ივლისის მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლის ორი თვის თავზე მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების მხრივ 1-ლი ივლისის მონაცემებით, 20 მილიარდი დრამის, ანუ 42 მილიონი დოლარის ფარგლებში გადაუხდელი გადასახადების ამოღება მოხდა.
“თანხა ფაქტობრივად აღდგენილია და გარკვეული პროცედურების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.