სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, 10 აპრილს, სომხეთის ახალი პრეზიდენტი არმენ სარგსიანი რუსული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სომხეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების მიზნით ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად, სომხურ-რუსული ურთიერთობებს, არცახის საკითხს, არმენ სარგსიანის სამომავლო საერთაშორისო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდა.