სომხეთის მე-4 პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ინაუგურაციის ცერემონიალის მოწყობისთვის 17 მილიონი დრამი ( $35,400) დაიხარჯა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, არმენ სარგსიანის ინაუგურაციის ცერემონიის ორგანიზებისთვის ეროვნულმა საბჭომ 30 მარტს შპს “აუტდორ სერვისთან” ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, “აუტდორ სერვისს” სომხეთში მყოფი ოფიციალური დელეგაციების მასპინძლობისთვის ღონისძიების ჩატარება დაევალა, რაშიც იგულისხმება სპორტული და საკონცერტო კომპლექსის შესასვლელი დარბაზის, მთავარი დარბაზისა და სცენის სრული დიზაინი.
9 აპრილს, არმენ სარგსიანის ინაუგურაცია სომხეთის მე-4 პრეზიდენტად, კარენ დემირჭიანის სპორტულ და საკონცერტო კომპლექსში გაიმართა.