კათოლიკური ეკლესიის სულიერი ლიდერის რომის პაპის ფრანცისკესა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის შეხვედრა დღეს დილით დაიწყო.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა სომხეთსა და ვატიკანს შორის სულიერი და კულტურული ურთიერთობების დამყარების და განვითარების საკითხებს.
სერჟ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა რომის პაპს ვატიკანში დიდი წმინდანების ძეგლების გვერდით სომეხი ერის შვილის, წმინდა გრიგორ ნარეკაციის ძეგლის დადგმის გამო, რომლის გახსნის ცერემონიას დღეს სერჟ სარგსიანიც დაესწრება.