Latest posts by Aliq Media (see all)
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის მე-3 სომხურ სკოლაში, სკოლის დირექტორი სუსანნა აკოპოვა, ანტი-სომხურ განწყობებს იკავებს.
კერძოდ, Newspress.am-მა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლაში წელს სომხების გენოციდის შესახებ ღონისძიება არ გაიმართება. ახლად არჩეულმა სკოლის დირექტორმა სუსანნა აკოპოვამ, რამდენიმე პედაგოგთან ერთად, გადაწყვიტა, რომ წელს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების მაგივრად, მხოლოდ თემასთან დაკავშირებული გაკვეთილი ჩაუტარონ მოსწავლეებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორმა შეხვედრა მოიწვია და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ბავშვებისთვის მოწყენილობის გაგრძელებას და შეეცდებიან გენოციდის ტრაგიკული ატმოსფერო დაივიწყონ.
მანამდე, დირექტორის ბრძანებით, სკოლის შესასვლელთან სომხური წარწერებით ნიშანი აიღეს და იგი ქართული და ინგლისური წარწერებით შეცვალეს. ასევე განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნა იყო. სომხური წარწერებით დაფა ნაგავსაყრელზე გადააგდეს. ამის დასადასტურებელი ფოტოები ალიქ მედიას Newspress.am-მა მიაწოდა.
თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სომხური წარწერებით ნიშნების დაფის განთავსებას სომხურ სკოლებში. მაგალითად, თბილისის 104-ე სომხურ სკოლაში, ასევე საქართველოს ყველა სომხური სოფლების სკოლებში არის მსგავსი წარწერები.
დირექტორად დანიშვნის შემდეგ, აკოპოვა ასევე კონფლიკტში შევიდა სომხური ენის პედაგოგთან ასტღიკ პეტროსიანთან. ამბობენ, რომ სომხური ენის გაკვეთილების საათებიც შეიძლება შემცირდეს. ამჟამად ეთიკის კომიტეტი განიხილავს მასწავლებლის საკითხს. დირექტორს მიაჩნია, რომ პეტროსიანმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
ახალციხის საინფორმაციო სამსახურის ვებ-გვერდის რედაქტორმა ედუარდ აივაზიანმა 24 აპრილის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა ალიქ მედიასთან და უკმაყოფილება გამოხატა ამ საკითხთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, გენოციდის მომდევნო წლის ღონისძიებები, როგორც სკოლაში, ისე მემორიალთან ჩატარდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ახლადდანიშნული დირექტორი არის საქართველოს სპეცსამსახურების ახალციხის განყოფილების ყოფილი ოფიცრის არამ პოღოოვის მეუღლე, ვისი გავლენის გამოც მან დაიკავა დირექტორის პოზიცია. ალიქ მედიას კითხვებზე პასუხის გაცემაზე აკოპოვამ უარი თქვა და განაცხადა, რომ იგი დაკავებულია. “რაც გინდათ დაწერეთ, რამდენიც გინდათ დაწერეთ!” უთხრა მან ჟურნალისტს.
ახლადარჩეულ დირექტორთან სხვა პრობლემებიც განიხილება. ალიქ მედია მომავალში შეეხება, ასევე სკოლის სპორტულ დარბაზის შესახებ დირექტორისა და ქალაქის მწვრნეთის შუშანიანის შორის დაპირისპირებებს.
ფოტოსურათი სუსანნა აკოპოვას Facebook-ის გვერდიდან