ახალციხის სომხურ სკოლაში წელს გენოციდის შესახებ ღონისძიება არ გაიმართება. ახლად არჩეულმა სკოლის დირექტორმა სუსანნა აკოპოვამ, რამდენიმე პედაგოგთან ერთად, გადაწყვიტა, რომ წელს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების მაგივრად, მხოლოდ თემასთან დაკავშირებით გაკვეთილი ჩაუტარონ მოსწავლეებს. აღნიშნულ სკოლაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის მედიაპორტალი Tert.am ესაუბრა სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ედუარდ აივაზიანს.
-რა მოხდა ახალციხეში სომხური სკოლაში და რას გულისხმობდა ახალციხის სომხური სკოლის დირექტორი სუნანა აკოპოვა გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე?
სამწუხაროდ, დღეს ორი საპირისპირო მხარე გვაქვს ახალციხის სომხურ სკოლაში. ზოგიერთმა პედაგოგმა განაცხადა, რომ ახლად დანიშნულმა დირექტორმა შეხვედრა მოიწვია და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ბავშვებისთვის მოწყენილობის გაგრძელებას და გენოციდის სამწუხარო ატმოსფერო უნდა დაივიწყონ. მეორე დღეს Akhaltskha.net-თან საუბრისას, დირექტორმა სუსანნა აკოპოვამ განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს.
რაც შეეხება ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად ჩატარებულ გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, წელს არ გაიმართება და შეიცვლება გაკვეთილით იმავე თემაზე, რომელსაც სომხური ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლები კლასებში გამართავენ.
-რატომ გადაწყვიტა რამდენიმე პედაგოგმა შეცვალოს ღონისძიება გაკვეთილით? ან რატომ არ აკეთებენ ორივეს?
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ჩემთვის გარკვეული კითხვები არსებობს. მე მხოლოდ ვიცი, რომ ეს არის ახალი მიდგომა. მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის სომხურ სკოლაში ყოველწლიურად ტარდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ყველა ხელისუფლების დროს. მეტიც, ყოველ წელს სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი დადგმულ ხაჩქართან დემონსტრაციის დროს ახალციხელები, ქალაქის სომხური სკოლების მოსწავლეებიც გამოდიოდნენ სიტყვით.
-ჩატარდება თუ არა გენოციდის თემასთან გაკვეთილი? იმიტომ, რომ ამ დღეს მოსწავლეები არ იქნებიან სკოლაში?
სინამდვილეში ეს ასეა, რადგან ბოლო წლებში 24 აპრილს, ძალიან ცოტა ოდენობით მოსწავლე დადის სკოლაში. მახსოვს, 24 აპრილამდეც ჩატარებულა ღონისძიებები.
– სხვა სომხურ სკოლებში ჩატარდება თუ არა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება?
ყველა სკოლა გადაწყვეტს ამ საკითხს დამოუკიდებლად. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ახალციხის რაიონის სომხური სოფლების სკოლებში, ამ საკითხთან ძალიან პუნქტუალურები არიან და თითქმის ყველა სკოლა მასპინძლობს სომხების გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. სომხების გენოციდის ხაჩქარი-ძეგლის ყოველწლიურ აქციაზე, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა, ასევე, სიტყვით გამოდიან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021