სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი “ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის” შესახებ შეთანხმება ლიტვის მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია.
“ლიტვის მთავრობის 4 აპრილის მესამე სხდომა არის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის მიერ სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების პრეზენტაცია,” – აცხადებს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტიგრან მკრტჩიანი.
ტიგრან მკრტჩიანმა განაცხადა, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ ხელშეკრულება წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს სეიმას რატიფიკაციისთვის.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის “ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის” შეთანხმება ჯერ-ჯერობით მთლიანად რატიფიცირებულია ესტონეთის პარლამენტში და ლატვიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021