2 აპრილის საღამოს, ერევნის ჩრდილოეთის გამზირზე სწრაფი კვების რესტორან ‘Burger King’- ში აფეთქება მოხდა.
პირველადი ინფორმაციით რესტორანში გაზის ბალონი აფეთქდა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან. დაშავებულთა შორის არიან რუსეთის სამი და ირანის ორი მოქალაქე. დანარჩენები სომხეთის მოქალაქეები არიან.
დაშავებულებიდან 8 წლის გოგონას რუბინა მარკოსიანს წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ლიზა ტოროსიანი
ჟურნალისტი